ეროვნება

ეროვნება
• ერის, ხალხის გამაერთიანებელი სახელი. ეროვნული წარმომავლობა, წარმოშობა; რომელიმე ერისადმი განკუთვნება. სამართლებრივი თვალსაზრისით, ეროვნება და მოქალაქეობა ყოველთვის არ არის იდენტური. ეროვნული კუთვნილება მოქალაქეობის არმქონე პირებსაც აქვთ. არის ქვეყნები, სადაც მოქალაქეობასა და ეროვნებას შორის, სამართლებრივი თვალსაზრისით, არავითარი განსხვავება არ არის.
Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.,
• ცნება სხვადასხვა კულტურაში სხვადასხვაგვარად გაიგება. კავკასიურ, კოლექტიურ კულტურაში, ეთნოსისა და ეროვნების ცნებები ერთმანეთთან ძალიან ახლოს დგას, თუმცა დასავლური კულტურა განასხვავებს ამ ცნებებს. დასავლურ (ევროპულ და ამერიკულ) მეცნიერებაში ეროვნება უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე ეთნოსი და უახლოვდება ერის გაგებას; ანუ, დასავლური გაგებით, ეროვნება შეიძლება აღნიშნავდეს და მოიცავდეს პიროვნების მოქალაქეობას, ეთნიკურ წარმომავლობას, სახელმწიფოებრიობას, ენას და სხვა ფაქტორებს.
Source: ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა, [მეთოდური სახელმზღვანელო], ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი,– რედ. ჯავახიშვილისა ჯ. სარჯველაძის ნ.,–თბ,– 2007.

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем написать курсовую

Смотреть что такое "ეროვნება" в других словарях:

  • კონვენცია გათხოვილი ქალის ეროვნების შესახებ — ეს კონვენცია ქალის უფლებების ერთ ერთ ყველაზე წინააღმდეგობებით აღსავსე საკითხს არეგულირებს, რომელიც მოგვიანებით, ჯერ „დეკლარაციაში ქალთა წინააღნმდეგ მიმართული დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ“, ხოლო შემდეგ „ქალთა წინააღნმდეგ მიმართული ყველა… …   Georgian encyclopedia

  • დისკრიმინაცია — • (ლათ. discriminatio განსხვავება) სახელმწიფოს იურიდიული თუ ფიზიკური პირის უფლებების შეზღუდვა რაიმე მიზეზითა თუ ნიშნით. ადამიანთა გარკვეული კატეგორიის დისკრიმინაცია შეიძლება ხდებოდეს მათი რასობრივი კუთვნილების, ეროვნების, სარწმუნოების, პოლიტიკური …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»